შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე გორელთა კლუბის ხელმძღვანელობამ თემურ შალამბერიძე და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩემპიონატის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა.
რაც შეეხება დარასელიას, ის წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და შემდგომში წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც თავის დროზე ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიაში" უთამაშია.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია 2004 წელს "აპოელ" კავარსავაში მუშაობდა, 2006-07 წლებში იმუშავა "ბეს სახნიმში", 2007-ში იყო "აპოელ" თელავივში, ხოლო 2008-12 წლებში მუშაობდა მაკაბი "ჰაიფაში".
გახლავთ ორგზის ისრაელის ჩემპიონი, ორგზის ვერცხლის
მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით