ქუთაისის "ტორპედომ" სანაკრებო პაუზა სპარინგებით გამოიყენა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, საღორიაში, გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ბუნებრივსაფარიანი მოედნის განახლება დაასრულეს და უკვე რამდენიმე დღეა, რაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილები იქ ემზადებიან.

დღესდღეობით ასეთი ფუფუნება ბევრ გუნდს არ გააჩნია და ფაქტი ამიტომ არის აღსანიშნავი.

ქუთაისელებმა სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენეს და ორი საკონტროლო მატჩი გამართეს. 8 სექტემბერს "ტორპედომ" ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, საჩხერის "ჩიხურას" სწორედ ხსენებულ ბაზაზე უმასპინძლა, 11 სექტემბერს კი - ფოთის "კოლხეთს".

გუნდების შეთანხმებით, პირველი შეხვედრა სამი ორმოცწუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იმით იყო, რომ
მწვრთნელებს ბევრი ფეხბურთელის გამოცდა შეეძლოთ.

პირველი ტაიმი უგოლოდ (0:0) დასრულდა. 50-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს - დავით ოდიკაძემ 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

ანგარიშის გასათანაბრებლად ტორპედოელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ. 55-ე წუთზე ვალერი ბოლქვაძის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ ლამაზი გოლი გაიტანა, მე-60 წუთზე კი გივი იოსელიანის პასის შემდეგ მასპინძლები მერაბ გიგაურმა დააწინაურა - 2:1.

საბოლოო ანგარიში მესამე ტაიმში გაგა ჩხეტიანმა დააფიქსირა - კართან ახლოს მყოფმა თავდამსხმელმა შესაძლებლობით ისარგებლა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ამ საკონტროლო მატჩში 25 ფეხბურთელი (?!) ათამაშა.

11 სექტემბერს ქუთაისის "ტორპედო" "კოლხეთს" შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული