ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში შინ საჩხერის "ჩიხურა" ისტუმრა და 1:0 დაამარცხა. მანამდე "ჩიხურას" სამიდან სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მიმდინარე ჩემპიონატში უდანაკარგო იყო.
"მერანში" ბევრი სახელიანი ფეხბურთელი არ თამაშობს. გივი დიდავას კი, აბა, ვინ არ იცნობს. ის "მერანის" ცენტრალური ნახევარმცველია, თავის დროზე კი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყო.
თუ ქართულ ტიტულებს დავითვლით, 36 წლის დიდავა ამ დროისთვის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.
"ჩიხურასთან", პირველ რიგში, ერთსულოვნების ხარჯზე გავიმარჯვეთ, ახალგაზრდული, მებრძოლი
მარტვილში თამაში ყველა გუნდს უჭირს. არ ვიცი, ახლა როგორ არის, ადრე კი იქ ისეთ მინდორს ახვედრებდნენ სტუმარ გუნდს, რომ...
"ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია. ამ დროისთვის მინდორი ნორმალურ მდგომარეობაშია. სხვაგან ვვარჯიშობთ, მხოლოდ მატჩის წინ თუ შევალთ მარტვილის მთავარ მოედანზე", - ესეც დიდავას სიტყვებია.
მარტვილში განსაკუთრებულად ქომაგობენ თავიანთ გუნდს და მოწინააღმდეგეს საქმეს ესეც ურთულებს. ტრიბუნა მოედანთან ახლოს არის, მუხტიც დაუბრკოლებლად ძიგძიგებს აქეთ-იქით, პერიფერიებში ხომ მართლაც სხვანაირი ქომაგობა იციან.
"გულშემატკივრობა ბევრს ნიშნავს. "ჩიხურას" რომ მოვუგეთ, ქომაგიც დიდად დაგვეხმარა და დიდი მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის.
"მერანის" საშინაო მატჩებზე 1500-2000 მაყურებელი დადის. გულშემატკივრები საგარეო მატჩებზეც დაგვყვებიან, დაახლოებით 300-400 კაცი", - ამბობს დიდავა.
მომდევნო ტურში "მერანს" რთული გამოცდა ელის - 15 სექტემბერს ქუთაისს ესტუმრება "ტორპედოსთან" სათამაშოდ. დიდავამ გვითხრა, რომ "მერანი" ამ მატჩისთვის სერიოზულად ემზადება. ქუთაისელებს ახალგაზრდული, ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავთო.
დიდავამ "ტორპედოდან" დაიწყო საფეხბურთო გზა, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, როგორც ამას თვითონაც აღიარებს, თბილისის "დინამოში" გაატარა.
"თუ მეხსიერება არ მღალატობს, "ტორპედოში" ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, "დინამოში" კი ეს ხუთჯერ მოვახერხე".
ბელგია, ისრაელი, თურქეთი, ლატვია - "დინამოს" მერე დიდავამ ეს ქვეყნები მოიარა, მერე კი ისევ სამშობლოში განაახლა თამაში. "მერანამდე" "ამერის", "სიონის" და "სპარტაკის" ფეხბურთელი იყო.
"ადრე, როცა "ტორპედოსა" და "დინამოში" ვთამაშობდი, საქართველოს ჩემპიონატი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ბოლო პერიოდში, თუმცა, თუ უკანასკნელ ორ წელიწადს ავიღებთ, საქმე უკეთესობისკენ მიდის".
ინტერვიუს ბოლოს დიდავას ისიც ვკითხეთ, ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოსწონს საქართველოს ჩემპიონატში.
"ყველაზე უფრო "ზესტაფონი" მომწონდა, ამ სეზონის მიხედვით კი ვერაფერს გეტყვით, გუნდების უმეტესობა ჯერ არ მინახავს".
დავუჯეროთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"