საჩხერის "ჩიხურა" დროებით თბილისის "დინამოს" გაუტოლდა

AutoSharing Option
14 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-5 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საჩხერელთა მხრიდან ორივე გოლი 57-სა და 76-ე წუთებზე დავით ოდიკაძემ გაიტანა, ხოლო მეტოქე გუნდიდან 89-ე წუთზე რეზო ჯიქია გამოირჩა.

ბათუმის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგი" ფოთში მიიღო. რუსთაველებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

22-ე წუთზე საკუთარი გუნდი გიორგი მიქაბერიძემ დააწინაურა. 55-ე წუთზე კი "მეტალურგის" უპირატესობა დიმიტრი ტატანაშვილმა გაზარდა - 0:2.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. დინამო (თბ) 4 4 0 0 12-2 12
2. ჩიხურა 5 4 0 1 8-4 12
3. ტორპედო 4 3 0 1 8-3 9
4. მეტალურგი 5 3 0 2 4-5 9
5. სიონი 5 1 3 1 7-7 6
6. მერანი 4 2 0 2 3-4 6
7. ზუგდიდი 4 1 2 1 3-2 5
8. ზესტაფონი 4 1 1 2 3-3 4
9. ვიტ ჯორჯია 4 1 1 2 2-3 4
10. დინამო (ბთ) 5 0 2 3 2-9 2
11. კოლხეთი 4 0 2 2 1-8 2
12. დილა 4 0 1 3 4-7 1

მე-5 ტურის დარჩენილი მატჩები 15 სექტემბერს
გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ჩიხურა!
მიდი ეგრე გააგრძელე!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული