გორის "დილამ" თბილისის "დინამოს" პირველი მარცხი აგემა

AutoSharing Option
15 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის სამი მატჩი გაიმართა.

"კოლხეთმა" ფოთში საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩში პირველი გოლის ავტორი 65-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილი გახდა, 92-ე წუთზე კი ოთარ კვერნაძე გამოირჩა.

მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.

ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია თბილისის "დინამომ", რომელიც "დილას" გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა.

გორელებმა განახლებულ საშიანო არენაზე მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშეს და მოუგებელი სერიაც სწორედ მრისხანე მეტოქესთან შეწყვიტეს.

დინამოელთა კარში, რომელსაც ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად
კონსტანტინე სეფიაშვილი იცავდა, პირველი გოლი 75-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, ხოლო გორელთა უპირატესობა ორამდე სანდრო გურულმა გაზარდა, რომელმაც 86-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

V ტურის ბოლო მატჩი 15 სექტემბერს, 19 სთ-ზე ქუთაისში დაიწყო, სადაც "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ტორპედო 5 4 0 1 12-3 12
2. დინამო 5 4 0 1 12-4 12
3. ჩიხურა
5 4 0 1 8-4 12
4. მეტალურგი 5 3 0 2 4-5 9
5. ზესტაფონი 5 2 1 2 5-3 7
6. მერანი 5 2 0 3 3-8 6
7. ზუგდიდი 5 1 3 1 3-2 6
8. სიონი 5 1 3 1 7-7 6
9. ვიტ ჯორჯია 5 1 2 2 2-3 5
10. დილა 5 1 1 3 6-7 4
11. დინამო ბთ 5 0 2 3 2-9 2
12. კოლხეთი 5 0 2 3 1-10 2

ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და გავიმარჯვეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული