"ტორპედომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე მერაბ გიგაურმა გახსნა.
32-ე წუთზე ნიკა საბანაძე გამოირჩა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ტორპედოელთა უპირატესობა სამამდე გრიგოლ დოლიძემ გაზარდა.
საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ დააფიქსირა - 4:0.
ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" თბილისის "დინამოს" პირველი მარცხი აგემა