დუშან უჰრინი: "გორში რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. პირველ ნახევარში გოლი გავიტანეთ, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებით გაუქმდა - არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მეორე ტაიმში დინამოელებს კონცენტრაციის ნაკლებობა დაეტყოთ, რის გამოსწორებაზეც სამომავლოდ აუცილებლად ვიმუშავებთ.
"დილასთან" მომდევნო წრეშიც მოგვიწევს თამაში და აუცილებლად გამარჯვების მოპოვებას ვეცდებით".
გიორგი დარასელია: "დღეს "დილამ" მიმდინარე სეზონში გორის განახლებულ
დღევანდელ თამაშზე გულშემატკივარიც მოვიდა და ყველაფერი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. იღბალი და სათამაშო უპირატესობაც ჩვენს მხარეს იყო და საბოლოოდ გავიმარჯვეთ".
fcdinamo.ge