გიორგი დარასელია: გორის "დილაში" წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი

AutoSharing Option
გიორგი დარასელიამ საქართველოში დაბრუნება და "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი "დინამოსთან" გამარჯვებით აღნიშნა.

დარასელია საქართველოში დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებიდან 1998 წლამდე რამდენიმე კლუბის ფორმით თამაშობდა, 2004 წლამდე კი ისრაელში გამოდიოდა და ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მწვრთნელობა 2004 წელს ებრაელ სპეციალისტ ელიშა ლევისთან დაიწყო და მას ჯერ ჰაიფას "მაკაბიში" ეხმარებოდა, ბოლოს - "ლიგატ ჰა ალის" (უმაღლესი ლიგის) ბეერ შევას "ჰაპოელში".

გიორგი დარასელია ვრცელ ინტერვიუს უახლოეს დღეებში შეგვპირდა, 17 სექტემბერს კი კომენტარი გააკეთა, თუ რამ გადააწყვეტინა უფრო მდიდარი ისრაელის ლიგის
გუნდიდან საქართველოში დაბრუნება.

"ჩავთვალე, რომ განვითარებისა და ჩემი კარიერისთვის ასე იყო საჭირო. კიდევ იყო ბევრი ფაქტორი და გორის "დილაში" წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი", - გვითხრა დარასელიამ.

გორელთა კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, "დილადან" წასული მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის სამწვრთნელო შტაბის წევრთა (გია ცეცაძე, თემურ ლორთქიფანიძე) ნაცვლად, ამ ეტაპზე დარასელიას ახალი ასისტენტები არ აუყვანია და მას გიორგი ბალაშვილი ეხმარება; მეკარეებს კი ძველებურად რამაზ სოღოლაშვილი ავარჯიშებს.

გორის "დილას" შტაბში ცვლილებები არ არის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა შალამბერიძეს და ცეცაძეს, დუბლებს და აკადემიას თუ ჩააბრებდნენ, მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ძალიან წაადგებოდა, გორელ პატარა ფეხბურთელებს... : )
Parma
17:18 18-09-2012
0

სიახლეები პოპულარული