რუსთავის "მეტალურგი" ლიდერებს წამოეწია

AutoSharing Option
22 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის VI ტურის სამი მატჩი გაიმართა.

მარტვილის "მერანმა" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ნოდარ ნოზაძემ გაიტანა და "მერანს" გამარჯვება მოაპოვებინა.

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი "ზუგდიდსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის. მე-20 წუთზე ვაჟა ლომაშვილმა "ჩიხურა" წინ გაიყვანა, ხოლო 36-ე წუთზე ნიკო კვასხაძემ საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

თუმცა 38-ე წუთზე ზუგდიდელთა ფეხბურთელმა ირაკლი ქობალიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 44-ე წუთზე კი გიორგი გაბედავამ გაათანაბრა.

მეორე ნახევრიდან 18 წუთში ქობალიამ დუბლის შესრულება მოახერხა და საკუთარი
გუნდი წინ გაიყვანა.

ზუგდიდელები ამაზე არ გაჩერებულან და 83-ე წუთზე შოთა ლომიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-2.

არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც "მეტალურგმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. 22-ე წუთზე დაწინაურება სტუმრებმა შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი პაატა ცხვიტარია გახდა.

რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. 64-ე წუთზე გიორგი სიხარულიძემ მეტოქის კარი დალაშქრა, ხოლო გიორგი მიქაბერიძემ 69-ე წუთზე საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა 2-1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული