გორის "დილამ" თბილისის "დინამოს" "ზესტაფონიც" მიაყოლა

AutoSharing Option
22 სექტემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის ორი მატჩი გაიმართა, სადაც ქუთასის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა, ხოლო "ზესტაფონმა" გორის "დილა" მიიღო.

ქუთაისში ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლის ავტორი ლაშა შერგელაშვილი გახდა. მე-17 წუთზე გათანაბრება მიხეილ ჯორბენაძემ შეძლო.

თუმცა 5 წუთში "ტორპედო" წინ ნიკა საბანაძემ გაიყვანა. 25-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გიორგი კუხიანიძემ გაზარდა 3:1.

71-ე წუთზე კი თავი ტორპედოელთა მხრიდან გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა.

საბოლოოდ "ტორპედომ" მეტოქე ანგარიშით 5:1 გაანადგურა. 90-ე წუთზე დუბლის გაფორმება შერგელაშვილმა შეძლო.

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ მატჩს, "ზესტაფონისა" და
"დილას" შორის შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის 80-ე წუთზე როინ კვასხვაძის კარის აღება გიორგი კახელიშვილმა შეძლო.

საბოლოოდ მატჩი "დილას" გამარჯვებით - ანგარიშით 1:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გორელებმა საკუთარ სტადიონზე მანამდე დაუმარცხებელი თბილისის "დინამო" გააწბილეს (2:0).

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგი" ლიდერებს წამოეწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული