"გორის "დილასთან" წაგების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ მოთმინებით ეთამაშათ. "ვიტ ჯორჯიას" თამაში ნანახი გვქონდა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ბევრი ირბინეს და პრობლემებიც შეგვიქმნეს.
ანგარიშით 5:0 მოგება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ტაქტიკურად თამაში კიდევ უფრო გასაუმჯობესებელი გვაქვს.
მომდევნო მატჩი კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, უფრო უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.
ასევე
"დინამოს" მივულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ შეცდომების ხარჯზე მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მივეცით.
რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.
მსაჯებზე საუბარი აკრძალული გვაქვს, თუმცა ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვნახავ. "დინამოს" გამარჯვებას არ ვაკნინებ - "დინამო" კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც დაგვამარცხა", - განაცხადა მერაბ კოჭლაშვილმა.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" გაანადგურა