ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1 - ზედიზედ მესამედ ოთხბურთიანი სხვაობით

AutoSharing Option
"ტორპედო" მატჩის გამოკვეთილი ფავორიტი იყო და გია გეგუჩაძის გუნდმა ეს სტატუსი დამაჯერებლად დაამტკიცა.

ქუთაისელთა უპირატესობა წამითაც არ იწვევდა ეჭვს და შეხვედრა კანონზომიერი შედეგით დასრულდა.

ანგარიში ახალგაზრდა ტორპედოელმა ლაშა შერგელაშვილმა მეორე წუთზე, ძალიან ეფექტური გოლით გახსნა - მან მახვილი კუთხიდან ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია.

მე-17 წუთზე ბათუმელებმა ანგარიში მიხეილ ჯორბენაძის გოლით გაათანაბრეს და წარმატების იმედიც გაუჩნდათ, მაგრამ სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და "ტორპედომ" საკუთარი უპირატესობის გოლებში ასახვა განაგრძო.

ქუთაისელებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით, ნიკა საბანაძისა და გიორგი კუხიანიძის
გოლებით მოიგეს.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშის გახსნის რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, თუმცა მეტოქე მაინც გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს.

შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ მაშინვე გაიტანა, მატჩის მიწურულს კი შერგელაშვილმა დუბლი შეასრულა.

"ტორპედომ" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ოთხბურთიანი უპირატესობით და თბილისის "დინამოსთან" ერთად, სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

ფაქტია, გეგუჩაძის გაახალგაზრდავების პოლიტიკა ამართლებს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. ქუთაისი. ცენტრალური. 1 500 მაყურებელი
ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (2), 1:1 ჯორბენაძე (17), 2:1 საბანაძე (23), 3:1 კუხიანიძე (25), 4:1 ფანცულაია (72), 5:1 შერგელაშვილი (90)

ტორპედო დინამო (ბთ)
4-4-2 4-5-1
მიგინეიშვილი გ. შენგელია
რიგვავა ქორიძე
კვახაძე ხუხია
გ. გურული ზ. ლობჟანიძე
შერგელაშვილი ი. კვეკვესკირი
გ. დათუნაიშვილი ტიმჩიშინი
ფირცხალავა ვ. თევდორაძე
დოლიძე ბ. მახარაძე
კუხიანიძე ბერიძე
ბერიაშვილი აბუსელიძე
საბანაძე ჯორბენაძე

მწვრთნელები:
გ. გეგუჩაძე გ. გურული

ტორპედო
65. დოლიძე - ვ. ბოლქვაძე
71. ბერიაშვილი - ფანცულაია
76. საბანაძე - ტუღუში
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, იოსელიანი, გიგაური

დინამო (ბთ)
69. ბ. მახარაძე - ა. მუჯირი
69. აბუსელიძე - ცნობილაძე
70. ჯორბენაძე - დიასამიძე
სათადარიგოები: პიტსანი, სიჭინავა, გოგიტიძე, ბალაძე

გაფრთხილება: ხუხია (45)

არბიტრი: ჯ. ხორავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული