ქუთაისელთა ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტანტი ლაშა შერგელაშვილია. მართალია, უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა, მაგრამ ძირითადში დამკვიდრების რეალურ პრეტენზიას ახლა აცხადებს.
ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში, ბათუმის "დინამოსთან" მატჩში 20 წლის მცველმა დუბლი შეასრულა - ორივე გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა.
ყოველივე ეს კი საკმარისზე მეტი მიზეზიც კი არის იმისთვის, რომ მასთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.
- "ტორპედოში" როგორ აღმოჩნდი?
- საფეხბურთო სკოლა "ავაზას" აღზრდილი ვარ, რის შემდეგაც
- როგორც ვიცით, ადრე ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდი.
- ასე იყო, ჩემი მცველად გადაყვანა კი გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ამ ნაბიჯმა სრულიად გაამართლა.
- ალბათ, ბათუმის "დინამოსთან" ჩატარებული მატჩი გამორჩეულია შენს კარიერაში.
- დიახ, ჯერჯერობით ასეა, მაგრამ იმედი მაქვს, უფრო წარმატებული შეხვედრები წინ მაქვს. მოხარული ვარ, "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი რომ მომეცა.
ბევრს არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ ახლა ვითამაშე ძირითადში. მთავარია, იმდენს მივაღწიო, რომ სასტარტოში სტაბილურად მოვხვდე. საამისოდ ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
ბათუმის "დინამოსთან" თამაში კი მართლაც კარგად გამომივიდა და მოხარული ვარ, "ტორპედოს" გამარჯვებაში წვლილი ჩემი გოლებით რომ შევიტანე.
- უმაღლეს ლიგაში დებიუტისას თუ შეგხვდა რაიმე სიძნელე?
- არაფერი განსაკუთრებული. უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს ალღო საკმაოდ ადვილად ავუღე, დროთა განმავლობაში გამოცდილებაც მომემატება და ნელ-ნელა იმ დონეს მივაღწევ, როგორიც საკუთარ თავს მიზნად დავუსახე.
- როგორც ჩანს, არც "ტორპედოსთან" ადაპტაცია გაგჭირვებია.
- აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთელმა თავის საქმეზე იფიქროს და გუნდს სარგებლობა მოუტანოს. "ტორპედო" ძალიან მეგობრული გუნდია, ყველა ერთმანეთს უდგას მხარში. გეგუჩაძესთან მუშაობა კი ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის უდიდესი გამოცდილებაა.
მომავალში, სადაც უნდა მოვხვდე და ვითამაშო, მის გვერდით გატარებული წლები არასდროს დამავიწყდება და მუდამ მისი მადლიერი ვიქნები.
- რომელი ფეხბურთელია შენთვის მისაბაძი?
- მარცხენა მცველებიდან ბრაზილიელ მარსელოს გამოვარჩევდი, მაგრამ მისაბაძი მაგალითი ნამდვილად არ მყავს. არ მინდა, ვინმეს ვგავდე.
- ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რას უთმობ?
- მშვიდ დასვენებასა და მუსიკის მოსმენას ვამჯობინებ.
- შენი კარიერის მთავარი ოცნება რა არის?
- შორეულ მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, დღეს კი მთელი ჩემი ოცნებები "ტორპედოს" უკავშირდება. მინდა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე, "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გავხდე და წარმატებით ვითამაშო ევროტურნირებზე.
რაღა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ნატვრა საქართველოს ნაკრებში მოხვედრაცაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1 - ზედიზედ მესამედ ოთხბურთიანი სხვაობით