სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის "დინამო" საჩხერეში, ივანწმინდას მოედანზე "ჩიხურას" დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.
ფრედ დაასრულა თავისი შეხვედრა კიდევ ერთმა ლიდერმა, ქუთაისის "ტორპედომ", რომელიც ფოთში "კოლხეთს" დაუპირისპირდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე პაატა ცხვიტარიას გოლით გახსნეს, თუმცა გია გეგუჩაძის შეგირდებმა გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი დათუნაიშვილის გოლით მაინც შეძლეს.
აღნიშნულ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შედეგად, "დინამოს" დარად 16 ქულის მფლობელი "ტორპედო" ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ცხრილის სათავეშია.
გორელთაგან თავი დავით კვირკველიამ (21 წთ), ირაკლი მოდებაძემ (60) და გიგა ბეჭვაიამ (86) გამოიჩინეს.
გამარჯვება იზეიმა მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში ჩემპიონმა "ზესტაფონმა". ფეროელები რატი წინამძღვრიშვილმა უკვე მე-19 წუთზე გაიყვანა წინ. ვეტერინარებმა გათანაბრება 43-ე წუთზე, ბესიკ ჩიმაკაძის გოლით შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ზესტაფონი" მიშიკო სარდლიშვილმა კვლავ წინ გაიყვანა (52) - 1:2.
"ვიტ ჯორჯიამ" ქულის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა და შედეგად, იმავე ჩიმაკაძემ მსაჯის მიერ დამატებულ დროში (91) დუბლის შესრულებით ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ 3 წუთის შემდეგ საპასუხო დუბლი უკვე წინამძღვრიშვილმა შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც - 2:3 დააფიქსირა.
უგოლოდ დასრულდა ბოლნისში "სიონისა" და "ზუგდიდის" შეხვედრა, ქობულეთში კი ბათუმის "დინამომ" სეზონის პირველი გამარჯვება მიითვალა. მიხეილ ჯორბენაძის ჰეთ თრიქითა და ამირან მუჯირის გოლით ზღვისპირელებმა მარტვილის "მერანს" ანგარიშით 4:0 სძლიეს.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტორპედო 7 5 1 1 18:5 16
2. დინამო (თბ) 7 5 1 1 17:4 16
3. ჩიხურა 7 4 1 2 10:8 13
4. მეტალურგი 7 4 0 3 6:9 12
5. დილა 7 3 1 3 10:7 10
6. ზესტაფონი 7 3 1 3 8:6 10
7. ზუგდიდი 7 2 4 1 7:4 10
8. მერანი 7 3 0 4 4:12 9
9. სიონი 7 1 4 2 7:8 7
10. დინამო (ბთ) 7 1 2 4 7:14 5
11. ვიტ ჯორჯია 7 1 2 4 4:11 5
12. კოლხეთი 7 0 3 4 3:13 3