ჩიხურა-დინამო 0:0 - უგოლო ფრე მეკარეთა დამსახურებით

AutoSharing Option
ორივე გუნდის მეკარეთა კარგი თამაში რომ არა, მატჩის მიმოხილვა სულ სხვა სათაურს იმსახურებდა. თამამად შეიძლება ითქვას, "ჩიხურა" მოგების ღირსი იყო.

ზუგდიდში განცდილი მარცხის სარეაბილიტაციოდ საჩხერელები არ შეუშინდნენ მრისხანე მეტოქეს და დასაწყისიდანვე მიაჯაჭვეს საკუთარ საჯარიმოს.

მე-3 წუთზე მუმლაძე-დეკანოიძე-გოცირიძის შესანიშნავ კომბინაციას გოცირიძე აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ააცილა მეტოქის კარს.

26-ე წუთზე დეკანოიძის უძლიერესი დარტყმა სასწაულებრივი ნახტომით მოიგერია ზარქუამ.

34-ე წუთზე მუმლაძის თავური ასცდა მცირეოდენ;

42-ე წუთზე ისევ დეკანოიძის ყუმბარისებური დარტყმა და ისევ ზარქუას ბრწყინვალე ნახტომი.

დინამოელები მხოლოდ კირკიტაძის განეიტრალებით იყვნენ დაკავებულნი,
რაც შეძლეს კიდეც. სხვა მხრივ, არავითარი მახვილგონიერება, არავითარი გააზრებული კომბინაცია. ეგ კი არა და, პირველად მხოლოდ 69-ე წუთზე დაარტყეს საჩხერელთა კარისაკენ.

როცა გუნდის ძირითად შემტევს ანეიტრალებენ, მისი ფუნქცია სხვამ უნდა აიღოს თავის თავზე. ეს "სხვა" დეკანოიძე აღმოჩნდა, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო. მის წინააღმდეგ "დინამოელები" ჯარიმებსაც არ ერიდებოდნენ.

სწორედ დეკანოიძის მიზანსწრაფვით არც მეორე ტაიმში შეუწყვეტია "ჩიხურას" აქტიურობა. 68-ე წუთზე მას კვლავ არ გაატანინა ზარქუამ თითქმის ასპროცენტიანი.

მატჩის ბოლო წუთებზე "ჩიხურას" ძალები შემოეხარჯა, დაღლა დაეტყო. ეს რომ იგრძნო, მოწინააღმდეგეს იმედი მიეცა, შეტევაზე თამამად გადავიდა და ამჯერად სომხიშვილს მოუხდა (ორჯერ) მთელი თავისი შესაძლებლობის გამოვლენა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
26.09. ივანწმინდის სტადიონი.
ჩიხურა-დინამო 0:0

ჩიხურა დინამო

4-2-3-1 4-4-2
სომხიშვილი ზარქუა
მურველაშვილი სეთურიძე
ბერიანიძე ხიზანეიშვილი
ჭელიძე კვარაცხელია
ჩიკვაიძე რეხვიაშვილი
დიღმელაშვილი ლექვთაძე
ლომაშვილი ძარია
მუმლაძე ალვარო
კირკიტაძე ხმალაძე
დეკანოიძე მერებაშვილი
გოცირიძე ჩისკო

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე დ. უჰრინი

ჩიხურა
70. მუმლაძე - ბაკურაძე
82. ჭელიძე - ძამსაშვილი ?
90. კირკიტაძე - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ქიმაძე, ზაბახიძე, სალარიძე

დინამო
20. ჩისკო - დვალი
70. ლექვთაძე - ტვილდიანი
88. ალვარო - ვოსკობოინიკოვი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, გველესიანი, კვეკვესკირი, გლიშიჩი

გაფრთხილება: ძარია (62), ძამსაშვილი (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სხვა მატჩები:
დილა-მეტალურგი 3:0 - ბეჭედი გიგა ბეჭვაიამ დასვა
კოლხეთი-ტორპედო 1:1 - ფოთელებმა ლიდერი შეაჩერეს და ბოლოზე დაეშვნენ
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3 - წინამძღვრიშვილი: ნუ ჩამომწერთ!
სიონი-ზუგდიდი 0:0 - ბოლნისისთვის ჩვეული ნულები
დინამო (ბთ)-მერანი 4:0 - ქობულეთის არენა გამარჯვებით გაიხსნა

სატურნირო ცხრილი

უნდი წ  
1. დინამო (თბ) 7 5 1 1 17-4 16
2. ტორპედო 7 5 1 1 18-5 16
3. ჩიხურა 7 4 1 2 10-8 13
4. მეტალურგი 7 4 0 3 6-9 12
5. დილა 7 3 1 3 10-7 10
6. ზესატაფონი 7 3 1 3 8-6 10
7. ზუგდიდი 7 2 4 1 7-4 10
8. მერანი 7 3 0 4 4-12 9
9. სიონი 7 1 4 2 7-8 7
10. დინამო (ბთ) 7 1 2 4 7-14 5
11. ვიტ ჯორჯია 7 1 2 4 4-11 5
12. კოლხეთი 7 0 3 4 3-13 3

VIII ტური
30 სექტემბერი, კვირა
მერანი-ზუგდიდი
დინამო (თბ)-სიონი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-დილა
დინამო (ბთ)-კოლხეთი

თამაზ ლაშხი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველზე ტორპედოა
alien
15:52 27-09-2012
0

სიახლეები პოპულარული