ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა გორის "დილაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ჩაირიცხა თუ არა გორის "დილაში" ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ლატვიის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი?

24 წლის ბრაზილიელმა ზაფხულში ავსტრიული "კაპფენბერგი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და საქართველოში 16 სექტემბერს ჩამოფრინდა.

ამ კონტრაქტის გაფორმებას "დილაში" არ ადასტურებდნენ. არადა, ინტერნეტ-პორტალებზე ("სოკერვეი" და "ტრანსფერმარკტი") ნათან ჟუნიორი უკვე "დილას" მოთამაშედ გამოაცხადეს.

თავად ფეხბურთელს "დილაში" თამაში რომ არ სურდეს, ცხადია, არც ჩამოვიდოდა, მაგრამ ტრანსფერის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ბრაზილიელის აგენტს ეკისრებოდა, რომელსაც საქართველოში ელოდნენ.

"ლელო" ვითარებაში გარკვევას შეეცადა. დავაზუსტეთ,
რომ ჟუნიორის აგენტი უკვე თბილისშია და კონტრაქტის გაფორმებას მცირე დეტალების დაზუსტებაღა აკლია, მაგალითად, ხელშეკრულებაში როგორ ჩაიწერება დაზღვევის დეტალები, "დილამ" რამდენჯერ უნდა უყიდოს ავიაბილეთი თავდამსხმელს სამშობლოში გამგზავრების დროს...

რაც მთავარია, ჟუნიორმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ფაქტობრივად, ეს უკვე კონტრაქტის გაფორმებას ნიშნავს. თუმცა ბრაზილიელს "დილასთან" ერთად კვლავ არ უვარჯიშია.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ "დილას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ კიდევ ერთი ბრაზილიელი გასინჯა. ოღონდ ის ნახევარმცველი გახლდათ, გორში ორი დღე ივარჯიშა და უკან გააბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" ბრაზილიელ ბომბარდირს იმატებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული