"დინამო" "ზუგდიდთან" ფრეს დასჯერდა, "მერანმა" სტუმრად "კოლხეთს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
6 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის ლიდერი თბილისის "დინამო" განმუხურის სტადიონზე "ზუგდიდს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.

მატჩის 68-ე წუთზე სტუმართაგან გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა, ზუგდიდელებმა კი გათანაბრება 75-ე წუთზე, ირაკლი ქობალიას გოლით მოახერხეს (იხილეთ ვიდეო).

სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა მარტვილის "მერანმა", რომელმაც ფოთში "ფაზისზე" "კოლხეთი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი საბა ლომიამ მატჩის 23-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატის IX ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა 7 ოქტომბერს
გაიმართება. "დილა" გორში ბათუმის "დინამოს", "ვიტ ჯორჯია" კი მცხეთაში ქუთისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. "ზესტაფონი" და "სიონი" ერთმანეთს ბოლნისში დაუპირისპირდებიან, "ჩიხურა" კი ივანწმინდაში რუსთავის "მეტალურგს" მიიღებს.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტურის წინათქმა
დუშან უჰრინი: "ზუგდიდთან" შეგვეძლო წაგვეგო კიდეც
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული