"ჩიხურამ" "მეტალურგი" დაამარცხა, "ტორპედო" კი "დინამოს" მიუახლოვდა

AutoSharing Option
7 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში გორელებმა გახსნენს. გატანილი გოლის ავტორი 24-ე წუთზე გიორგი კახელიშვილი გახდა. 81-ე წუთზე "დილას" უპირატესობა სანდრო გურულმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ქუთაისის "ტორპედო" კი "ვიტ ჯორჯიას" სტუმრობდა. 37-ე წუთზე ტორპედოელები გიორგი ბერიაშვილმა დააწინაურა. 4 წუთში კი ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე გიორგი დათუნაშვილმა გაზარდა.

55-ე წუთზე სხვაობა შეამცირა ბესიკ ჩიმაკაძემ. 75-ე წუთზე ნიკა საბანძე გამოირჩა - 3:1.

ბოლნისის "სიონისა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის
"ზესტაფონს" შორის მატჩი "მარგველთა" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. 33-ე წუთზე გიორგი კაჭკაჭიშვილმა გაიტანა, ხოლო 34-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილი გამოირჩა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა საჩხერეში გაიმართა, სადაც "ჩიხურამ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი დავით დიღმელაშვილმა 33-ე წუთზე გაიტანა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. დინამო (თბ) 9 6 2 1 25-6 20
2. ტორპედო 9 6 1 2 21-7 19
3. ჩიხურა 9 5 2 2 11-8 17
4. დილა 9 5 1 3 13-7 16
5. ზესტაფონი 9 4 2 3 10-6 14
6. ზუგდიდი 9 3 5 1 10-6 14
7. მეტალურგი 9 4 0 5 6-12 12
8. მერანი 9 4 0 5 6-14 12
9. დინამო (ბთ) 9 2 2 5 10-17 8
10. ვიტ ჯორჯია 9 2 2 5 7-14 8
11. სიონი 9 1 4 4 9-17 7
12. კოლხეთი 9 0 3 6 4-17 3

ასევე იხილეთ:
"დინამო" "ზუგდიდთან" ფრეს დასჯერდა, "მერანმა" სტუმრად "კოლხეთს" მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული