შეხვედრის დასაწყისში "სიონი" მხნედ გამოიყურებოდა, ბოლნისელები მედგრად იბრძოდნენ და ერთი-ორი მწვავე შეტევაც განახორციელეს.
გიორგი ქუცურუას ფლანგურ ჯარიმას თენგიზ ჩიკვილაძემ შეაგება თავური - დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ამის შემდეგ "სიონს" ერთხელაც ჰქონდა საგოლე შანსი, როცა გიორგი მანწკავამ დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით დაარტყა და ბურთი "ზესტაფონის" კარის ხარიხამ აისხლიტა.
თამაში მალევე გათანაბრდა.
"ზესტაფონი" მნიშვნელოვან სათამაშო უპირატესობას ფლობდაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ კლასში სხვაობა უდავოდ იგრძნობოდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ "სიონს" არ აქვს ისეთი სავარჯიშო პირობები, როგორც "ზესტაფონს".
მეორე გოლი ფეროელებმა კონტრშეტევაზე შეაგდეს. წინამძღვრიშვილისა და ორბელაძის ორთაბრძოლა იმით დასრულდა, რომ "სიონის" მცველს ფეხიდან ბუცი გასძვრა და იმ მომენტში თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. "სიონის" დაცვა კაცნაკლული დარჩა, რაც ოპერატიულად გამოიყენა "ზესტაფონმა". აფციაურმა კარგი გადაცემა გაუჭრა შოთა ბაბუნაშვილს, რომელმაც წინამძღვრიშვილის მისამართით შეასრულა გადაცემა და რატიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.
"სიონი" თამაშის შემომბრუნებელ გუნდს არ ჰგავდა. ბოლნისელები ბრძოლას განაგრძობდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს.
მეორე ტაიმში გამოსარჩევი მხოლოდ არასასიამოვნო ინციდენტი გამოდგა. აფციაური გერმანელმა პატრიკ მილხრაუმმა შეცვალა. როცა ზესტაფონელი სათადარიგოთა სკამთან მივიდა, ბოლნისელმა გულშემატკივრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აფციაურმა ამას ვერ გაუძლო და ხურდაც დაუბრუნა. ალიაქოთში ისეც კი მოხდა, რომ "ზესტაფონის" კაპიტანმა წყლის ბოთლი ისროლა გულშემატკივრებისკენ.
უკვე შეცვლილი აფციაურის გაძევებაც ამ ყველაფერს მოჰყვა.
და კიდევ, "ზესტაფონში" დებიუტი ჰქონდა ილია კერძევაძეს, რომელიც 16 წლისაა...
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
07.10.ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 600 მაყურებელი
სიონი-ზესტაფონი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 კაჭკაჭიშვილი (24, აფციაურის პასით), 0:2 წინამძღვრიშვილი (35, ბაბუნაშვილის პასით)
სიონი ზესტაფონი
4-2-3-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი რ. კვასხვაძე
ორბელაძე ღონღაძე
ქემოკლიძე კობახიძე
სვანიძე კაჭკაჭიშვილი
ჩიკვილაძე თედ. გრიგალაშვილი
ჯოჯუა მენთეშაშვილი
მანწკავა შარიქაძე
ჭედია თორ. გრიგალაშვილი
ქუცურუა ბაბუნაშვილი
ფეიქრიშვილი აფციაური
უგულავა წინამძღვრიშვილი
მწვრთნელები:
ა. ჯელაძე ზ. ზამთარაძე
სიონი
46.ფეიქრიშვილი - ისიანი
68. ჭედია - უგრეხელიძე
84. მანწკავა - მ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, გ. ოქროპირიძე, ნემსაძე, ხურციძე
ზესტაფონი
63. აფციაური - მილხრაუმი
82. წინამძღვრიშვილი - კერძევაძე
89. ბაბუნაშვილი -გაგოშიძე
სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, დ. მუჯირი, ელიავა
გაფრთხილება:
ღონღაძე (18), მენთეშაშვილი (33), ბაბუნაშვილი (48), კობახიძე (72)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"