"ზესტაფონს" კოტდივუარელი თავდამსხმელი გააძლიერებს?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს" გაძლიერება რომ სჭირდება, ვგონებ, სადავო არ უნდა იყოს და ამ საკითხზე კლუბშიც მუშაობენ.

შევიტყვეთ, რომ "ზესტაფონი" კოტდივუარელი თავდამსხმელით, ბოტი გოა დემელით არის დაინტერესებული.

ბოტი გოა 23 წლისაა, თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. უცხოური კარიერა ლისაბონის "ბენფიკას" მეორე გუნდში დაიწყო, სადაც 26 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

შემდეგ სომხურ "მიკაში" აღმოჩნდა. ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან კი ნორვეგიულ "რუსენბორგში" გადავიდა.

სკანდინავიიდან ბოტი გოა ისევ "მიკაში" დაბრუნდა, თუმცა, როგორც გავიგეთ, "მიკას" ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბოტი გოაც იქაურობას გაეცალა.

"ზესტაფონში" გვითხრეს, რომ
გუნდი 10 ოქტომბრამდე ისვენებს და თუ რამე სიახლე იქნება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ერთი სიტყვით, არის იმის ვარიანტი, რომ "ზესტაფონი" ამ აფრიკელით გაძლიერდეს. ზაზა ზამთარაძის და დავით მუჯირის გაწვრთნილ "ზესტაფონს" ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი, ასე თუ ისე გამოცდილი თავდამსხმელი ჰყავს 24 წლის რატი წინამძღვრიშვილის სახით.

წინამძღვრიშვილმა გოლების გატანა კი დაიწყო, მაგრამ "ზესტაფონის" ამბიციებს მარტო ერთი კარგი ფორვარდი ვერ დააკმაყოფილებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით მუჯირი: "ზესტაფონს" აღმასვლის პერიოდი მალე დაეწყება
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო ფეხბურთელია, ნამდვილად გაგვაძლიერებს
janorhus
11:56 09-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული