საქართველოს ჩემპიონატი. I ტაიმის შედეგები

AutoSharing Option
საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩების პირველი ტაიმები დასრულდა.

პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიხსნა.

თბილისის "დინამო" მარტვილის "მერანთან" სტუმრად მე-18 წუთზე ჩისკოს გოლით დაწინაურდა. 33-ე წუთზე კი დინამოელთა უპირატესობა ორამდე ალვარომ გაზარდა, ხოლო 35-ე წუთზე თავი უკვე ჯაბა დვალმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 37-ე წუთზე ალვარომ დუბლის გაფორმება შეძლო. დინამოელება დროის ამ მცირე მონაკვეთში სამი გოლის გატანა შეძლეს!

რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ მე-7 წუთზე გაიტანა და რუსთაველები დააწინაურა.

კოლხეთი-დილა 0:0

დინამო (ბთ)-ვიტ
ჯორჯია 0:0

შეგახსენებთ, რომ ტორპედო-ჩიხურა და ზესტაფონი-ზუგდიდი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტურის წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული