- როგორია განწყობა თქვენს გუნდში ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ?
ლევან ხმალაძე: პირველ ადგილზე ვართ და განწყობაც შესაბამისი გვაქვს. საკუთარ ძალებში სრულიად დარწმუნებულნი ვართ და გამარჯვების გვჯერა. ცუდია, რომ ჯაბა დვალი და კარლეს კოტო დაგვაკლდებიან, მაგრამ მოსაგებად მათ გარეშეც უნდა ვიბრძოლოთ.
შოთა ბაბუნაშვილი: "ზესტაფონისთვის" რიგითი შეხვედრები არ არსებობს, თუმცა, "დინამოსთან" დაპირისპირებას, რა თქმა
- რას გაიხსენებთ შაბათის მეტოქის წინააღმდეგ ჩატარებული ძველი მატჩებიდან?
ლევან ხმალაძე: ყველაზე სასიამოვნოდ სუპერთასის მატჩი მახსენდება, სადაც "ზესტაფონის" კარში გამარჯვების გოლი გავიტანე.
შოთა ბაბუნაშვილი: ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის გამორჩეული ბრძოლები იმართება და მოხარული ვარ, "დინამოსა" და "ზესტაფონის" არაერთ ურთიერთშეხვედრაში რომ მითამაშია, თანაც, ორივე გუნდის შემადგენლობაში.
- რის მიღწევა შეუძლია თქვენს გუნდს ამ სეზონში?
ლევან ხმალაძე: ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ტიტულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. "დინამოს" მატჩში საშუალოდ სამი გოლი გააქვს, თუმცა დღევანდელზე უფრო ხარისხიანი ფეხბურთის თამაშის ძალაც შესწევს.
შოთა ბაბუნაშვილი: მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვედრა და ევროთასების საგზურის მოპოვება შეგვიძლია. იმედი მაქვს, უფრო მეტისთვისაც ვიბრძოლებთ.
- როგორ მატჩს ელით და რამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი?
ლევან ხმალაძე: "დინამო" აუცილებლად შეუტევს და არა მგონია, "ზესტაფონმა" დაცვითი ტაქტიკა აირჩიოს. შესაბამისად, მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს. ის გაიმარჯვებს, ვინც საკუთარ შანსს უკეთ გამოიყენებს.
შოთა ბაბუნაშვილი: ვფიქრობ, საგოლე მომენტები ორივე გუნდს მიეცემა, გააჩნია, ვინ როგორ ისარგებლებს ამ სიტუაციით. დარწმუნებული ვარ, მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოვა.
- თქვენი პროგნოზი.
ლევან ხმალაძე: მჯერა, რომ "დინამო" გაიმარჯვებს.
შოთა ბაბუნაშვილი: პროგნოზისგან თავს შევიკავებ, თუმცა ნამდვილად მაქვს "ზესტაფონის" გამარჯვების იმედი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტურის წინათქმა