უმაღლესი ლიგა: "დილას" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

გორში "დილამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. 6-ე წუთზე მასპინძლები ნათან ჟუნიორმა დააწინაურა, რომელიც "დილას" ახალწვეულია და ჩემპიონატში სადებიუტო მატჩს ატარებს. 37-წ წუთზე კი ანგარიში გიგი დიდავამ პენალტით გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა 57-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო. საბოლოოდ "დილამ" ბრაზილიელის დამსახურებით ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზემა.

საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაში კი წინ საჩხერელები დავით ოდიკაძემ გაიყვანა, რომელმაც მე-11 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. ხოლო მე-40 წუთზე ნიკო კვასხვაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ბათუმელთა
კარში მესამე გოლის ავტორი კი 84-ე წუთზე გიგა ჩხეტიანი გახდა, რომელმაც მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

საინტერესოდ წარიმართა მატჩი განმუხურში, რუსთავის "მეტალურგი" 36-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით დაწინაურდა, ხოლო 47-ე წუთზე დავით გამეზარდაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე კი ირაკლი ქობალიამ "ზუგდიდი" წინ გაიყვანა. საბოლოოდ კი დაპირისპირება "ზუგდიდის" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

"ვიტ ჯორჯიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი 71-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. 85-ე წუთზე გურამ გურეშიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.  

ბოლნისში "სიონმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო. მატჩში ანგარიში 71-ე ნიკა საბანაძემ გახსნა. 87-ე წუთზე გრიგოლ დოლიძე გამოირჩა - 0:2 (იხილეთ ვიდეო).

ასევე იხილეთ:
"დინამო" პირველ წრეს ლიდერის სტატუსით ასრულებს

ნათან ჟუნიორი: მიხარია, რომ პირველივე მატჩში შევძელი გოლების გატანა

გიორგი შაშიაშვილი: ამ სეზონში მინიმუმ ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ
გია გეგუჩაძე: მოედანი სათამაშოდ პრაქტიკულად უვარგისი იყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიჭინავა,მოგეწონა ბოლნისის სიონის მინდორი?ასეთ გაზონზე ფეხბურთს თამაშობენ?ტვინი რომ გაბურღე უმაღლესში ვინც ითამაშებს აუცილებლად კარგი მინდვრის საფარი ექნებაო ესაა?
daviti
22:11 28-10-2012
0

სიახლეები პოპულარული