გორში "დილამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. 6-ე წუთზე მასპინძლები ნათან ჟუნიორმა დააწინაურა, რომელიც "დილას" ახალწვეულია და ჩემპიონატში სადებიუტო მატჩს ატარებს. 37-წ წუთზე კი ანგარიში გიგი დიდავამ პენალტით გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა 57-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო. საბოლოოდ "დილამ" ბრაზილიელის დამსახურებით ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზემა.
საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაში კი წინ საჩხერელები დავით ოდიკაძემ გაიყვანა, რომელმაც მე-11 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. ხოლო მე-40 წუთზე ნიკო კვასხვაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ბათუმელთა
საინტერესოდ წარიმართა მატჩი განმუხურში, რუსთავის "მეტალურგი" 36-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით დაწინაურდა, ხოლო 47-ე წუთზე დავით გამეზარდაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე კი ირაკლი ქობალიამ "ზუგდიდი" წინ გაიყვანა. საბოლოოდ კი დაპირისპირება "ზუგდიდის" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
"ვიტ ჯორჯიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი 71-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. 85-ე წუთზე გურამ გურეშიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ბოლნისში "სიონმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო. მატჩში ანგარიში 71-ე ნიკა საბანაძემ გახსნა. 87-ე წუთზე გრიგოლ დოლიძე გამოირჩა - 0:2 (იხილეთ ვიდეო).
ასევე იხილეთ:
"დინამო" პირველ წრეს ლიდერის სტატუსით ასრულებს
ნათან ჟუნიორი: მიხარია, რომ პირველივე მატჩში შევძელი გოლების გატანა
გიორგი შაშიაშვილი: ამ სეზონში მინიმუმ ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ
გია გეგუჩაძე: მოედანი სათამაშოდ პრაქტიკულად უვარგისი იყო