დინამო-ზესტაფონი 1:0 - პირველი ტაიმის შედეგი

AutoSharing Option
27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა, სადაც "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო"  საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" მასპინძლობს.

მატჩის პირველივე წუთებზე კარგი მომენტი ჰქონდა რატი წინამძღვრიშვილს, რომელიც მარტოდმარტო დარჩა გიორგი ლორიასთან, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

24-ე წუთზე მომენტი ისევ ზესტაფონელებს ჰქონდათ, ამჯერად კარისკენ პატრიკ მილხრაუმი ურტყამდა, თუმცა ლორიამ კვლავ გადაარჩინა საკუთარი გუნდის კარი.

"ზესტაფონი" უფრო აქტიურად უტევდა. 28-ე წუთზე წინამძღვრიშვილის დარტყმულს მცველი გადაეღობა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმართა გერმანელი ლეგიონერი მილხრაუმი "დინამოს" საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ არბიტრმა
წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ კი სახიფათოდ იგორ იელიჩი ურტყამდა, თუმცა დარტყმული ლორიას კარს სულ მცირე მანძილით აცდა.

34-ე წუთზე კი "ზესტაფონის" კარისკენ მიკელ ალვარომ დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული ძლიერი არ ყოფილა და კვასხვაძეს ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია.

42-ე წუთზე მატჩში ანგარიში გაიხსნა, "ზესტაფონის" საჯარიმოში არეულობით მიკელ ალვარომ ისარგებლა და "დინამო" დააწიანურა - 1:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული