ჩისკო: მოსაგები თამაში იყო და მოვიგეთ კიდეც

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ "ზესტაფონთან" (2:1) საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ჩისკოს გოლით გაიმარჯვა.

"საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. შეხვედრისთვის გუნდი მზად იყო და დაკისრებულ ამოცანას თავი კარგადაც გავართვით.

მოსაგები თამაში იყო და მოვიგეთ კიდეც. მიმაჩნია, რომ ამ მოგებით იმ მთავარ მიზანს, რომელსაც ჩემპიონობა ჰქვია, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით",
- თქვა ჩისკომ.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული