ნათან ჟუნიორი: მიხარია, რომ პირველივე მატჩში შევძელი გოლების გატანა

AutoSharing Option
გორის "დილას" ახალწვეულმა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ნათან ჟუნიორმა მარტვილის "მერანთან" (2:1) მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჟუნიორი "დილაში" სადებიუტო მატჩს ატარებდა. ბრაზილიელს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა - დუბლი შეასრულა და "დილას" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. დებიუტიც ასეთი უნდა!

ახლა ტავად ბრაზილიელი ფეხბურთელის კომენტარს გთავაზობთ, რომელიც "დილას" ოფიციალურ ვებვერდზე დაიდო.

"მოხარული ვარ, რომ გორში გამართულ პირველივე მატჩში შევძელი გოლების გატანა. ბედნიერი ვარ, რომ ეს გუნდს ქულების მოტანაში დაეხმარა.

მიმაჩნია, რომ ჩემი გოლები მთელი გუნდის დამსახურებაა - ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებელი
კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა"
, - თქვა ჟუნიორმა.

აქვე გეტყვით, რომ გორელებმა გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგეს და საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავი კარგი მწვრთნელი ჩანს, შალამბერიძე აზრზე არ იყო, რაც მოიგეს ევროპაზე ისიც ბიჭების კლასის ხარჯზე. აი რას ნიშნავს ნორმალური მწვრთნელი...
warning!
21:18 28-10-2012
0

სიახლეები პოპულარული