გია გეგუჩაძე: მოედანი სათამაშოდ პრაქტიკულად უვარგისი იყო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ბოლნისის "სიონთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული მატჩი იყო. საერთოდ ბოლნისში ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში. მითუმეტეს, რომ მოედანი სათამაშოდ პრაქტიკულად უვარგისი იყო, ამიტომ ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ.

გამომდინარე აქედან წინა პლანზე წამოიწია ხასიათის თვისებები, რაც მე ვფიქრობ, ფეხბურთელებმა გამოამჟღავნეს და საბოლოო გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ვულოცავ "ტორპედოს" გულშემტაკივრებს ამ გამარჯვებას, მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ",
- თქვა გეგუჩაძემ.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული