ქუთაისის "ტორპედომ" წააგო და ცხრილში ადგილი გორის "დილას" დაუთმო

AutoSharing Option
31 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო.

"მერანმა" მარტვილში საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში ზესტაფონელებმა გახსნეს. 35-ე წუთზე მარტვილელთა კარი ლევან შარიქაძემ აიღო.

77-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა გაიტანა (0:2), ხუთი წუთის შემდეგ კი მარტვილელთა კარში მესამე გოლი თორნიკე გორგიაშვილმა შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:3.

საჩხერეში "ჩიხურა" ფოთის "კოლხეთს" მასპინძლობდა. მატჩის მე-17 წუთზე თეიმურაზ შარაშენიძე გამოირჩა და საჩხერლები წინ გაიყვანა, ხოლო 41-ე წუთზე პავლე დათუნაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

68-ე წუთზე გატანილი გოლით ნიკა გუშარაშვილმა "ჩიხურას" გამარჯვება
მოაპოვებინა - 2:1.

ქუთაისის "ტორპედო" განმუხურში "ზუგდიდს" სტუმრობდა. ქუთაისელი ფეხბურთელები 41-ე წუთზე დაწინაურდნენ. გატანილი გოლის ავტორი ნიკა ფირცხალავა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ტორპედოელთა გოლის შემდეგ ზუგდიდელებმა ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს.

54-ე წუთზე ჯერ დავით გამეზარდაშვილმა შეაგდო (1:1), ხოლო 70-ე წუთზე ირაკლი ქობალია გამოირჩა - 2:1. საბოლოოდ მატჩი ზუგდიდელთა გამარჯვებით დასრულდა. სხვათა შორის, მსგავსი სცენარით წარიმართა წინა ტურის მატჩიც "ზუგდიდსა" და "მეტალურგს" შორის.

გუნდის თავკაცის თანამდებობაზე გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია "დილა". ამჯერად გორელები "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში ესტუმრნენ.

პირველი ტაიმი უგოლო ფრეთი დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 15 წუთში გოლი ზურაბ არზიანმა გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე თავი ირაკლი კლიმიაშვილმა გამოიჩინა. "დილამ" საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვა.

ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" შეხვედრაში გოლი არ გასულა.

საქართველოს პრემიერლიგის XII ტურს "დინამო"-"მეტალურგის" შეხვედრა დაასრულებს.

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 დინამო (თბ) 12 9 2 1 34-8 29
2 დილა 12 8 1 3 20-8 25
3 ტორპედო 12 8 1 3 27-10 25
4 ჩიხურა 12 7 2 3 17-12 23
5 ზესტაფონი 12 6 2 4 15-8 20
6 ზუგდიდი 12 5 5 2 14-9 20
7 მეტალურგი 12 5 0 7 8-17 15
8 ვიტ ჯორჯია 12 4 2 6 10-16 14
9 მერანი 12 4 0 8 7-23 12
10 სიონი 12 2
4
6
10-20 10
11 დინამო (ბთ) 12 2 2
8 10-22 8
12 კოლხეთი 12 0 3 9 5-24 3

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს გუნდი (გორის დილა) სწორი ინვესტიციის მაგალითია... მენეჯმენტი სამწვრთენლო შტაბი, მთავარი მწვრთნელის მეთაურობით ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ... 8-ჯერ ზედიზედ რომელიმე სხვა გუნდს ეროვნულ ჩემპიონათში რომ მოეგო წარმოდგენილი მაქ რა მოხდებოდა!!! თავმდაბლობით და სწორი მუშაობით დილა უფრო მეტს მიაღწევს.. გვერდში დაუდგეთ დილას!!!
korleone
23:30 31-10-2012
0
გორის დილა აშკარად იმსახურებს მეტ გულშემატკვარს.... "ლომკაცების" დამსახურება ძალიან დიდია დილას მიღწევაში.. 4 ნოემბერს ყველა საჩხერეში !!!
dila-go
23:26 31-10-2012
0

სიახლეები პოპულარული