თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგი" დაამარცხა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა.

"ზესტაფონთან" დასვენების შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან ჯაბა დვალი გამოჩნდა, რომელმაც შეხვედრის 25-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0. 68-ე წუთზე კი საკუთარ ანგარიშზე გოლი გიორგი მერებაშვილმა ჩაიწერა და მეტოქესთან სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0.

შეხვედრის 87-ე წუთზე გოლის გატანა "დინამოს" მცველმა გივი კვარაცხელიამაც შეძლო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" წააგო და ცხრილში ადგილი გორის "დილას"
დაუთმო
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩის სიჭინავა ბათუმის დინამოს? მარაზმი, მარაზმი და უზნეოთა ზეობა. მსაჯებმა დღეს ქობულეთში ფეხბურთი გააუპატიმრეს! სირცხვილია! ნახეთ ფირი და ამაში დარწმუნდებით
ქობულეთელი
21:38 31-10-2012
0
gamoizaxe jaba dvali nakrebshi mchedlizes agar jobs
irakli
23:46 31-10-2012
0

სიახლეები პოპულარული