დინამო-მეტალურგი 3:0 - სამი გოლი და სამი ქულა ერთი ამოსუნთქვით [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
სრული უპირატესობა 90 წუთის განმავლობაში და კანონზომიერად გატანილი გოლები - ასეთი სურათი იყო 31 ოქტომბერს "დინამო არენაზე", სადაც ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "დინამომ" ბოლო დროს არცთუ სახარბიელოდ მოასპარეზე "მეტალურგს" უმასპინძლა და, ფაქტობრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლო დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება.

სატურნირო მდგომარეობიდან და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დედაქალაქელები წყვილის უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა იმის იმედი გვქონოდა, რომ სტუმრები მასპინძლებს უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნ
და, რომ საამისოდ "მეტალურგი" ჯერ მზად არ არის და ვნახოთ, როგორ შეძლებს გუნდის კრიზისიდან გამოყვანას რუსთაველთა ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი.

"დინამოს" დაწინაურება პირველივე წუთზე შეეძლო, მაგრამ გიორგი მერებაშვილის დარტყმა ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. "მეტალურგის" ვეტერანმა მეკარემ თავისი გუნდის კარი არაერთხელ იხსნა და უპირველესად, მისი დამსახურებაა, სტუმრები უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ.

Sportall.Geმე-13 წუთზე ჩისკომ არაზუსტად დაარტყა, 26-ეზე კი მასპინძლებმა საკუთარი უპირატესობა ანგარიშში ასახეს. ჯაბა დვალმა ჩისკოს მახვილგონივრული გადაცემა მიიღო, ბურთი სწრაფად დაიმორჩილა და "დინამო" დააწინაურა.

ერთ წუთში თბილისელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მერებაშვილმა და ჩისკომ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და დარტყმა ვერცერთმა შეძლო. რუსთაველთაგან დასამახსოვრებელი მხოლოდ ირაკლი მაისურაძის შორეული არაზუსტი დარტყმა იყო.

"დინამო" მეორე ტაიმშიც მწვავედ უტევდა, დვალს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ბათიაშვილს ვერ აჯობა. 66-ე წუთზე კი ტაბლოზე უკვე 2:0 ენთო - მერებაშვილმა გიორგი სეთურიძის პასი მიიღო და ერთი შეხებით დაარტყა. ბურთი "მეტალურგის" კარში ალექსანდრე ინწკირველის რიკოშეტით აღმოჩნდა.

ამას მასპინძელთა მიერ შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ კვლავ ბათიაშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე, რომელმაც ორჯერ დვალის, ერთხელ კი ჯაბა ჯიღაურის დარტყმა მოიგერია.

მიკელ ალვაროს დარტყმა კი კარის ხაზიდან ლაშა ჯაფარიძემ გამოიტანა.

"დინამომ" დამსახურებული დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც შეძლო - 88-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა ჯარიმა ჩააწოდა. ყველას გივი კვარაცხელიამ დაასწრო და თავურით დალაშქრა "მეტალურგის" კარი.

"დინამოს" ყველაფერი რიგზე აქვს, "ტორპედოს" მარცხმა დუშან უჰრინის გუნდს კიდევ უფრო სოლიდურად დაწინაურების საშუალება მისცა, ხოლო "მეტალურგი" თორმეტ მატჩში განცდილი შვიდი მარცხით საუკეთესო ექვსეულს მიღმაა და იქამდე ხუთქულიანი ჩამორჩენა აშორებს.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"ვიცოდით, რომ ჩვენი მდევარი "ტორპედო" დამარცხდა და ამით ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი ფასი დაედო.

მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ კიდევ უფრო პრინციპული შეხვედრა ქუთაისში გველის. მოხარული ვარ, რომ კვლავ შედეგიანად ვითამაშეთ და სამი გოლი გავიტანეთ.

გიორგი ლორიამ და ჩისკომ მტკივანი ფეხით ითამაშეს, მაგრამ მატჩი ორივემ მაღალ დონეზე ჩაატარა".

გიორგი ყიფიანი (მეტალურგი):
"დინამოს" დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. ფაქტია, რომ მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. ჩემი ფეხბურთელებისგან ბევრად მეტს ვითხოვ, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად დიდი მუშაობა გვმართებს.

რაც შეეხება განმუხურში მომხდარ ინციდენტს, დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურა ამ ფაქტს სათანადოდ შეისწავლის".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10. თბილისი. დინამო არენა. 1 000 მაყურებელი
დინამო-მეტალურგი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 დვალი (26. ჩისკოს პასით), 2:0 ინწკირველი (66. ს.კ.), 3:0 გ. კვარაცხელია (88. კვეკვესკირის პასით)

დინამო მეტალურგი
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია ბათიაშვილი
სეთურიძე გავაშელიშვილი
გ. კვარაცხელია მახვილაძე
ხიზანეიშვილი ინწკირველი
რეხვიაშვილი ჯაფარიძე
ჯიღაური ქავთარაძე
ხმალაძე რაზმაძე
ჩისკო გეწაძე
ალვარო ი. მაისურაძე
მერებაშვილი სუხიაშვილი
დვალი სიხარულიძე

მწვრთნელები:
დ. უჰრინი გ. ყიფიანი

დინამო
72. ჩისკო - ნ. კვეკვესკირი
79. მერებაშვილი - რობერტინიო
87. ჯიღაური - გლიშიჩი
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, გ. გველესიანი, ვოსკობოინიკოვი

მეტალურგი
56. ქავთარაძე - გ. მიქაბერიძე
67. სიხარულიძე - ტატანაშვილი
74. სუხიაშვილი - ხაბელაშვილი
სათადარიგოები: ჰოსმანი, კაკუშაძე, ცნობილაძე, დობროვოლსკი

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (18), მახვილაძე (20), მერებაშვილი (41), გეწაძე (86)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

სხვა მატჩები
ზუგდიდი-ტორპედო 2:1 - გია გეგუჩაძე ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 - არ გაიტან, გაგიტანენ! [VIDEO]
მერანი-ზესტაფონი 0:3 - ახალი ლეგენდა გივი დიდავა [VIDEO]
დინამო (ბთ)-სიონი 0:1 - "ჩელე-არენაზე" მსაჯებს და ფედერაციას აგინეს!
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - აუტსაიდერობამ არავინ მოატყუოს

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 12 9 2 1 34-8 29
2 დილა 12 8 1 3 20-8 25
3 ტორპედო 12 8 1 3 27-10 25
4 ჩიხურა 12 7 2 3 17-12 23
5 ზესტაფონი 12 6 2 4 15-8 20
6 ზუგდიდი 12 5 5 2 14-9 20
7 მეტალურგი 12 5 0 7 8-17 15
8 ვიტ ჯორჯია 12 4 2 6 10-16 14
9 მერანი 12 4 0 8 7-23 12
10 სიონი 12 2
4
6
10-20 10
11 დინამო (ბთ) 12 2 2
8 10-22 8
12 კოლხეთი 12 0 3 9 5-24 3

ბომბარდირები:
დვალი (დინამო თბ) 9
ალვარო (დინამო თბ) 7
საბანაძე (ტორპედო) 7
ჩისკო (დინამო თბ) 6
ჯორბენაძე (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 ნოემბერი, კვირა
ვიტ ჯორჯია-მერანი
ჩიხურა-დილა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
ტორპედო-დინამო (თბ)
მეტალურგი-ზესტაფონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული