"მეტოქე ძლიერი იყო. რთული თამაში გამოგვივიდა. "მეტალურგთან" თამაშამდე ოთხი დღით ადრე "ზესტაფონთან" მოგვიწია შეხვედრა, რომელმაც საკმაო ენერგია წაიღო.
"მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ახლო ინტერვალში მოგვიწია, ბიჭებმა მაქსიმუმი დადეს და მიუხედავად მცირედი ტექნიკური ხარვეზებისა, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს ქუთაისის "ტორპედოსთან", ვფიქრობ, რომ რთული შეხვედრა იქნება. მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის მეორე ტურში, უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ
ახალგაზრდა, შრომისმოყვარე მოთამაშეები ჰყავთ და სერიოზული სიძნელეების გადალახვა მოგვიწევს", - თქვა ხიზანეიშვილმა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით