"ვიტ ჯორჯიამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
ფოთის "კოლხეთმა" კი ბოლნისის "სიონი" მიიღო. ბოლნისელები მე-80 წუთზე რეზო ჯიქიამ დააწინაურა და მატჩში საბოლოო ანგარიში 0:1 დააფიქსირა.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "ზუგდიდს" შორის. 25-ე წუთზე ირაკლი ქობალიას გაძევების შემდეგ ზუგდიდელებმა საოცარი რამ შეძლეს - მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. დუბლის ავტორი გიორგი გაბედავა გახდა. 57-ე წუთზე კი ალექსანდრე კოშკაძე გამოირჩა, ხოლო მეოთხე ბურთი ავტოგოლის შემდეგ ანგარიშიზე კვეკვესკირმა ჩაიწერა.
რუსთავში
გიორგი დარასელიას გორის "დილა" კი კვლავ იგებს. ამჯერად გორელებმა სტუმრად საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი გულვერდ თომაშვილის ანგარიშზეა.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 13 | 9 | 3 | 1 | 36-10 | 30 |
2 | დილა | 13 | 9 | 1 | 3 | 22-8 | 28 |
3 | ტორპედო | 13 | 8 | 2 | 3 | 29-12 | 26 |
4 | ჩიხურა | 13 | 7 | 2 | 4 | 17-14 | 23 |
5 | ზუგდიდი | 13 | 6 | 5 | 2 | 18-9 | 23 |
6 | ზესტაფონი | 13 | 6 | 3 | 4 | 16-9 | 21 |
7 | მეტალურგი | 13 | 5 | 1 | 7 | 9-18 | 16 |
8 | ვიტ ჯორჯია | 13 | 4 | 3 | 6 | 10-16 | 15 |
9 | მერანი | 13 | 4 | 1 | 8 | 7-23 | 13 |
10 | სიონი | 13 | 3 |
4 |
6 |
11-20 | 13 |
11 | დინამო (ბთ) | 13 | 2 | 2 |
9 | 10-26 | 8 |
12 | კოლხეთი | 13 | 0 | 3 | 10 | 5-25 | 3 |