უმაღლესი ლიგა: "დილას" ვერავინ აჩერებს, "ზუგდიდი" საოცრებებს სჩადის [VIDEO]

AutoSharing Option
4 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

ფოთის "კოლხეთმა" კი ბოლნისის "სიონი" მიიღო. ბოლნისელები მე-80 წუთზე რეზო ჯიქიამ დააწინაურა და მატჩში საბოლოო ანგარიში 0:1 დააფიქსირა.

უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "ზუგდიდს" შორის. 25-ე წუთზე ირაკლი ქობალიას გაძევების შემდეგ ზუგდიდელებმა საოცარი რამ შეძლეს - მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. დუბლის ავტორი გიორგი გაბედავა გახდა. 57-ე წუთზე კი ალექსანდრე კოშკაძე გამოირჩა, ხოლო მეოთხე ბურთი ავტოგოლის შემდეგ ანგარიშიზე კვეკვესკირმა ჩაიწერა.

რუსთავში
"მეტალურგს" მეტოქედ "ზესტაფონი" ჰყავდა. პირველი ტაიმი "მარგველთა" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 43-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა. რუსთაველებმა გათანაბრება 73-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილის გოლით შეძლეს. გუნდები საბოლოდ ფრეზე შეთანხმდნენ - 1:1 (იხილეთ ვიდეო).

გიორგი დარასელიას გორის "დილა" კი კვლავ იგებს. ამჯერად გორელებმა სტუმრად საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი გულვერდ თომაშვილის ანგარიშზეა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 13 9 3 1 36-10 30
2 დილა 13 9 1 3 22-8 28
3 ტორპედო 13 8 2 3 29-12 26
4 ჩიხურა 13 7 2 4 17-14 23
5 ზუგდიდი 13 6 5 2 18-9 23
6 ზესტაფონი 13 6 3 4 16-9 21
7 მეტალურგი 13 5 1 7 9-18 16
8 ვიტ ჯორჯია 13 4 3 6 10-16 15
9 მერანი 13 4 1 8 7-23 13
10 სიონი 13 3
4
6
11-20 13
11 დინამო (ბთ) 13 2 2
9 10-26 8
12 კოლხეთი 13 0 3 10 5-25 3
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი დილა!!! დილა ზედიზედ 15საც მოიგებს, რეკორდი 10 ვნახოთ რა მოხდება.... დილა გოუ გოუ
duzis
21:17 04-11-2012
0

სიახლეები პოპულარული