ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
4 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 29-ე წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ელგუჯა გრიგალაშვილი გახდა.

დინამოელებმა 37-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებული კარგად გამოიყენა ჯაბა დვალმა და თავური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში უკვე რიგით მე-10 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დვალი ამ დროისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

53-ე წუთზე დუბლის გაფორმება გრიგალაშვილმა შეძლო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1, თუმცა სტუმრებმა ანგარიში 67-ე
წუთზე გაათანაბრეს. ამჯერად "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი მიკელ ალვარო გამოირჩა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილას" ვერავინ აჩერებს, "ზუგდიდი" საოცრებებს სჩადის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული