"კოლხეთის" დამფინანსებელი აქამდე ქალაქის მუნიციპალიტეტი იყო, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი კლუბი გაურკვევლობაშია.
7 ნოემბერს ქალაქის ხელმძღვანელობის შეხვედრაა დაგეგმილი "კოლხეთთან" და ალბათ მკაფიო გახდება, რა ბედი ელის გუნდს.
6 ნოემბერს "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძეს შევეხმიანეთ და ეს გვითხრა:
"სექტემბრის მეორე ნახევარი და ოქტომბერი - "კოლხეთის" ფეხბურთელებს ამ პერიოდის ხელფასი არ
რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ასეთი წარუმატებლობაა, მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გადადგომისთვის მზად ვარ, თუმცა ისიცაა, რომ კლუბის საქმეების მომკითხავი ჯერ არ ჩანს.
გუნდის შიდა სამზარეულოში რაც ხდება, სხვა საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, გარედან ისე ჩანს, რომ მწვრთნელმა უნდა აგოს პასუხი. თუ ყოველივე ჩემი ბრალია, გუნდიდან უნდა წავიდე".
P.S. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "კოლხეთს" დავით მახარაძის ნაცვლად გელა ინიაშვილისა და სოსო ფილიას დუეტი გაწვრთნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"