ფოთის "კოლხეთს" დავით მახარაძე აღარ გაწვრთნის, ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობენ

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთს" ჯერ თამაში არ მოუგია მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში. შევიტყვეთ, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა ცამეტი თამაშიდან ვერც ერთს რომ ვერ მოიგებ, აქ სხვა პრობლემაც უნდა იყოს.

"კოლხეთის" დამფინანსებელი აქამდე ქალაქის მუნიციპალიტეტი იყო, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი კლუბი გაურკვევლობაშია.

7 ნოემბერს ქალაქის ხელმძღვანელობის შეხვედრაა დაგეგმილი "კოლხეთთან" და ალბათ მკაფიო გახდება, რა ბედი ელის გუნდს.

6 ნოემბერს "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძეს შევეხმიანეთ და ეს გვითხრა:

"სექტემბრის მეორე ნახევარი და ოქტომბერი - "კოლხეთის" ფეხბურთელებს ამ პერიოდის ხელფასი არ
აუღიათ.

რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ასეთი წარუმატებლობაა, მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გადადგომისთვის მზად ვარ, თუმცა ისიცაა, რომ კლუბის საქმეების მომკითხავი ჯერ არ ჩანს.

გუნდის შიდა სამზარეულოში რაც ხდება, სხვა საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, გარედან ისე ჩანს, რომ მწვრთნელმა უნდა აგოს პასუხი. თუ ყოველივე ჩემი ბრალია, გუნდიდან უნდა წავიდე".

P.S. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "კოლხეთს" დავით მახარაძის ნაცვლად გელა ინიაშვილისა და სოსო ფილიას დუეტი გაწვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული