უმაღლესი ლიგა: "დილას" შთამბეჭდავი სერია გრძელდება

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.

"ზუგდიდმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მასპინძელთა ფეხბურთელმა გიორგი გაბედავამ 69-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ბოლნისის "სიონმა" გორის "დილა" მიიღო. 16-ე წუთზე საკუთარი გუნდის დაწინაურება ირაკლი მოდებაძემ პენალტით შეძლო.

57-ე წუთზე კი გორელთა უპირატესობა ორამდე გიორგი ონიანმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა. "სიონთან" მოგებით გიორგი დარასელიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

"ვიტ ჯორჯია" საჩხერეში "ჩიხურას" სტუმრობდა. მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება კასრაძის ავტოგოლით შეძლეს, ხოლო 35-ე
წუთზე საკუთარ ანგარიშზე გოლი დავით ოდიკაძემ ჩაიწერა.

82-ე და 83-ე წუთებზე საჩხერლებმა ორი გოლის გატანა შეძლეს, გატანილი გოლის ავტორები თემურ შარაშენიძე და ბესიკ დეკანოიძე გახდნენ - 4:0.

მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მატჩი კი უგოლო ფრედ დასრულდა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დინამომ" და "ზესტაფონმა" მოიგეს
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაე ღირსეულმა მოიგოს:)
გურამი
11:59 12-11-2012
0
ბრავო დარასელიას 10 მოგება და დამსახურებუკი ჩემპიონობაც დილაო ჰეეეე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული