"ზუგდიდმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მასპინძელთა ფეხბურთელმა გიორგი გაბედავამ 69-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
ბოლნისის "სიონმა" გორის "დილა" მიიღო. 16-ე წუთზე საკუთარი გუნდის დაწინაურება ირაკლი მოდებაძემ პენალტით შეძლო.
57-ე წუთზე კი გორელთა უპირატესობა ორამდე გიორგი ონიანმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა. "სიონთან" მოგებით გიორგი დარასელიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.
"ვიტ ჯორჯია" საჩხერეში "ჩიხურას" სტუმრობდა. მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება კასრაძის ავტოგოლით შეძლეს, ხოლო 35-ე
82-ე და 83-ე წუთებზე საჩხერლებმა ორი გოლის გატანა შეძლეს, გატანილი გოლის ავტორები თემურ შარაშენიძე და ბესიკ დეკანოიძე გახდნენ - 4:0.
მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მატჩი კი უგოლო ფრედ დასრულდა.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დინამომ" და "ზესტაფონმა" მოიგეს