თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
პირველებმა გოლი სტუმრებმა გაიტანეს. გატანილი გოლის ავტორი მე-7 წუთზე ალექსანდრე ბაციკაძე გახდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი ბურთი გაუტანეს. მე-12 წუთზე ლევან ხმალაძემ გაათანაბრა, ხოლო მე-18 წუთზე საკუთარი გუნდი ჩისკომ დააწიანურა.
დუბლის შესრულება შეძლო ჯაბა დვალმა, რომელმაც მეტოქის კარი 23-ე და მე-40 წუთებზე აიღო. დვალის დუბლის შემდეგ ორი გოლის გატან უკვე ბათუმელმა თორნიკე ბერიძემ მოახერხა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა
საბოლოო წერტილი კი შეხვედრას ჩისკომ 90-ე წუთზე დაუსვა - 5:3.
ტურის ცენტრალური მატჩი კი ზესტაფონში გაიმართა, სადაც "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმაპსინძლა და მეტოქე მინიმალური აგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილას" შთამბეჭდავი სერია გრძელდება