რატომ გაუშვეს ლექსო კვახაძე ქუთაისის "ტორპედოდან"?

AutoSharing Option
ოფიციალური ვერსიით, ქუთაისის "ტორპედოს" ვიცე-კაპიტანს, ლექსო კვახაძეს ტრავმა აქვს და გუნდს კარგა ხნით ვერ დაეხმარება. თუმცა ჭორი ნამდვილად არ არის - სეზონის მსვლელობის დროს კლუბი ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა და ქუთაისელებს აღარ დაეხმარება.

"ტორპედო" ქართული საფეხბურთო ბრენდია და გუნდში მიმდინარე მოვლენები ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. ცხადია, სეზონის მიმდინარეობისას ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდიდან წამყვან ფეხბურთელსა და ვიცე-კაპიტანს უმიზეზოდ არავინ გაუშვებდა.

კვახაძის შემთხვევაშიც კონკრეტული მიზეზი არსებობს.

ვერსიის თანახმად, წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებს პრემიების დარიგება
მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის გვერდის ავლით მოსთხოვეს, რაც თავისთავად მიღებული ფორმა არ არის.

ამტკიცებენ, რომ რამდენიმე ტორპედოელი სწორედ კვახაძემ აიყოლია, რაც ქუთაისელთა მმართველებს არ ესიამოვნათ. შედეგად, კვახაძე გუნდიდან გაუშვეს, დანარჩენი მოთამაშეები კი - დასაჯეს.

არადა, კვახაძე გუნდში გეგუჩაძის მიყვანილია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, "ტორპედოს" მწვრთნელი კი თავის რჩეულ ფეხბურთელებს ასე არ ექცევა და ამდენად, გაუგებარია, რეალურად რა მოხდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარისთვის ორივე მხარეს მივმართეთ, მაგრამ ჯერ ოფიციალურ განცხადებაზე კლუბი თავს იკავებს. "ლელოსთან" ამ თემაზე ლაპარაკი თავად ლექსო კვახაძემაც არ ისურვა, რადგან საკითხის აფიშირებას მიუღებლად მიიჩნევს.

ინფორმაციების შეჯერების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: კლუბი მალე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას საჯაროდ გამოაცხადებს, რის საფასურადაც ერთმანეთს მშვიდად დაშორდებიან და კვახაძე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კვახაძე "ტორპედოში" 2012 წლის იანვარში 3-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ჩაირიცხა, აგვისტოში კი "ტორპედოს" პირველ ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა მცველმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გინდათ ვერ გავიგეთ,ყველას უშვებთ და ყველა კარგ ფეხბურთელს არ ტოვებთ გუნდში.თქვენ თვითონ ცადით ქართული ფეხბურთიდან
bende
00:34 14-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული