"მერანი" "ჩიხურასთან" ავტოგოლით დამარცხდა, "ვიტ ჯორჯია" და "სიონი" უგოლოდ დაშორდნენ

AutoSharing Option
17 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.

"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" ბოლნისის"სიონი" მიიღო და უგოლოდ დაშორდა - 0:0.

ტურის დარჩენილი შეხვედრები კვირას, 18 ნოემბერს გაიმართება (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული