უმაღლესი ლიგა: "დილამ" და "დინამომ" მოიგეს, "ზესტაფონი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-15 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ლაშა გვალიამ და გიორგი კახელიშვილმა 53-ე და 55-ე წუთებზე გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ონიანმა 65-ე წუთზე დააფიქსირა.

თბილისის "დინამო" ფოთის "კოლხეთს" სტუმრობდა. დინამოელებმა ესპანელი ლეგიონერების გოლებით გაიმარჯვეს. ალვარომ 44-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე ჩისკო გამოირჩა - 0:2.

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ბათუმის "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის. ალექსანდრე ბაციკაძის მე-9 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ "მარგველებმა" გათანბრება 24-ე წუთზე ალექსანდრე ბენაშვილი გოლით შეძლეს.

69-ე წუთზე "ზესტაფონი" წინ თონირკე გორგიაშვილმა გაიყვანა. 77-ე წუთზე გათანბრება ირაკლი ცნობილაძემ შეძლო. 8 წუთის შემდეგ კი ზესტაფონელებმა დაწინაურება მოახერხეს, გატანილი გოლის ავტორი ბერდია შარვაძე გახდა.

თუმცა აჭარლები არ დანებდნენ და ცნობილაძის მეორე გოლის წყალობით ქულა მოიპოვეს - 3:3.

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის 18:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული