ქუთაისის "ტორპედომ" რუსთავის "მეტალურგს" პენალტიდან გატანილი გოლით მოუგო

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის ცენტრალი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც "ტორპედომ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა ვიცე-ჩემპიონებთან შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი გაიმარჯვეს.

ზურაბ ბაითაშვილის კარი 39-ე წუთზე გიორგი კუხიანიძე თერთმეტმეტრიანით დალაშქრა.

რადგან თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს ჩემპოინატის ლიდერმა თბილისის "დინამომ" (36 ქულა) და მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" (34), XV ტურის შემდეგ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს "ტორპედო" (29) და "ჩიხურა" (29) იყოფენ.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილამ" და "დინამომ" მოიგეს, "ზესტაფონი" ფრეს დასჯერდა
"მერანი" "ჩიხურასთან" ავტოგოლით დამარცხდა,
"ვიტ ჯორჯია" და "სიონი" უგოლოდ დაშორდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული