დინამო(ბთ)-ზესტაფონი 3:3 - ბევრი გოლი და სტუმართა უკმაყოფილება [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ქობულეთში დრამატული მატჩი გაიმართა, ბათუმის "დინამომ" "ზესტაფონს" ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოჰგლიჯა; ამაზე არანაკლებ ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სტუმრები უკმაყოფილონი დარჩნენ სტადიონზე შექმნილი პრობლემების გამო.

კონკრეტულად, როგორც "ზესტაფონის" პრესსამსახურმა გვაცნობა, სტუმართა გუნდი კარგა ხანს ვერ ახერხებდა გასახდელში შესვლას და ეს მატჩის დაწყებამდე მხოლოდ საათითა და ხუთი წუთით ადრე შეძლო.

ამის გამო "ზესტაფონმა" წინასამატჩო მოთელვა არასრულყოფილად ჩაატარა.

გასახდელში შესვლა ფეროელებს იმის გამო შეაგვიანდათ, რომ იგი ქობულეთის გუნდის ფეხბურთელების მიერ იყო დაკავებული. ხოლო "ზესტაფონის" გასახდელში შესვლამდე იქაურობის დასუფთავებაზე არავის უზრუნია.

სათანადო ჰიგიენური პირობების მსგავსად, გასახდელში ფეხბურთელებს არც სკამები დახვედრიათ და ეს პრობლემა დაგვიანებით გადაიჭრა.

ნამატჩევს კი, "ზესტაფონის" პრესსამსახურის თქმით, მსაჯებმა, რომელთა ოთახშიც შხაპი არ იყო, წყალი სტუმართა გასახდელში გადაივლეს.

"ზესტაფონის" წარმომადგენლებმა შეხვედრის დელეგატ სერგო გაბელაიას ამ ფაქტების დაფიქსირება სთხოვეს. ფეროელები უმაღლესი ლიგის კლუბების შეკრებაზე 18 ნოემბრის ამბის განსახილველად გატანას აპირებენ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
18.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 700 მაყურებელი
დინამო(ბთ)-ზესტაფონი 3:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ბაციკაძე (10), 1:1 ბენაშვილი (24), 1:2 გორგიაშვილი (70), 2:2 ცნობილაძე (78), 2:3 შარვაძე (85), 3:3 ცნობილაძე (90+2)

ბათუმი ზესტაფონი
4-2-3-1 4-2-3-1
პიცანი მამალაძე
დიასამიძე თ. ღონღაძე
ზ. ლობჟანიძე კაჭკაჭიშვილი
ა. ბაჯელიძე მ. კობახიძე
მაკარიანი თევ. გრიგალაშვილი
ვარშანიძე შარიქაძე
კილაძე მენთეშაშვილი
სიჭინავა ბენაშვილი
ბერიძე ბაბუნაშვილი
ა. მუჯირი მილხრაუმი
ბაციკაძე წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:
გ. გურული - დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე

ბათუმი
58. ბერიძე - ცნობილაძე
59. სიჭინავა - ვ. თევდორაძე
88. ვარშანიძე - კლოვისი
სათადარიგოები: მამინაშვილი, აბუსელიძე, ივანიაძე, ზოიძე

ზესტაფონი
46. ბაბუნაშვილი - აფციაური
58. ბენაშვილი - გორგიაშვილი
82. შარიქაძე - შარვაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, თორ. გრიგალაშვილი, ელიავა, იელიჩი

გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (22)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული