მარცხი და გამარჯვება

AutoSharing Option

"ვიტ ჯორჯიას" უკრაინული შეკრება გრძელდება. ვეტერინარები "ნაფტოვიკ-უკრნაფტას" გაეჯიბრნენ და 0:3 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე - ხურცილავა (ჭანკვეტაძე), ლომაია, ადამაძე, ბეჭვაია (ღანიაშვილი) - ვასაძე (როსტიაშვილი), მაისაშვილი (კასრაძე), გურეშიძე (ზაქრაძე) - ჯანელიძე (კორიფაძე), ლიპარტია (კლიმიაშვილი), ბერიაშვილი (ჩიმაკაძე).

შემდეგ საკონტროლო მატჩში კი "ვიტ ჯორჯია" ხარკოვის "ჰელიოსს" შეხვდა და 1:0 მოუგო. გოლი 87-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა გურამ გურეშიძის პასით.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: მიქაბერიძე - ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე - კასრაძე, მაისაშვილი, ჯანელიძე - როსტიაშვილი, ზაქრაძე – ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმში: ძაძამია - ხურცილავა, ლომაია, ადამაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურეშიძე, ლიპარტია - კორიფაძე, კლიმიაშვილი - კვარაცხელია (ბერიაშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული