გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომლებმაც "ჩიხურა" სხვა დონეზე აიყვანეს და გამოუცდელ თანაგუნდელებს თავდაჯერებულობა შემატეს.
მშვენიერ სეზონს ატარებს დავით ოდიკაძე, რომელიც გუნდს სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეუერთდა.
ბოლო ტურში "ჩიხურამ" ბოლნისში "სიონი" დაამარცხა, რაშიც ოდიკაძემ დიდი წვლილი შეიტანა - გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ექს-დინამოელი თავისიანების შეტევებს მშვენივრად უძღვებოდა (იხილეთ ვრცლად).
დისკვალიფიცირებული ნიკა კვასხვაძის არყოფნაში
"გამთამაშებლად გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დამაყენეს. მიხარია, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე.
შეტევა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ბავშვობიდან თავდამსხმელი ვიყავი. როდესაც "თბილისში" ვთამაშობდი, ბევრი გოლიც გამიტანია, თუმცა, მაშინაც ფლანგიდან ვუტევდი და არა - ცენტრიდან. თანაც, დიდი ხანია, რაც დაცვაში დამწიეს და პლეიმეიკერობა ჩემთვის უცხო პოზიცია იყო", - ამბობს ოდიკაძე.
"ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მისი წარმატება სენსაცია არ არის:
"თავიდან არავის სჯეროდა, რომ "ჩიხურა" ძლიერი გუნდი იყო და ამ დამოკიდებულებას ჩემპიონატის დასაწყისში ყველა ვგრძნობდით. მაშინ ამბიციური მიზანიც არ გვქონია, მხოლოდ ექვსეულში მოხვედრას გვთხოვდნენ, მაგრამ ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, მაშინვე დარწმუნებული ვამბობდი, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვეძლო.
სეზონი მართლაც კარგად დავიწყეთ. პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და გუნდი მესამე ადგილზეა. ეს "ჩიხურას" პოტენციალზე მეტყველებს.
მადა ჭამაში მოდისო და ჩვენც მადაზე მოვედით - მჯერა, რომ მეორე ეტაპზე მინიმუმ სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ახლა მაინც დაიჯერებენ, რომ ჩვენი მესამე ადგილი შემთხვევითი მოვლენა არ არის".
ოდიკაძემ ბესო მიქიაშვილზეც ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ყოფილი ფეხბურთელი ერთი კვირის წინ დაკრძალეს. მიქიაშვილი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი; კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა, ერთი ხანობა კი, "თბილისის"კაპიტანი გახლდათ:
"სამძიმარი მინდა ვუთხრა ბესო მიქიაშვილის ოჯახს - კარგი ფეხბურთელი და ადამიანი დაგვაკლდა. ბესო ჩემი მეგობარი იყო, ერთად გვითამაშია და კარგად ვიცი, საფეხბურთო სამყაროში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. საწყენია, ნაადრევი გარდაცვალებით გული ყველას უზომოდ დაგვწყვიტა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტურის წინათქმა
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დავით კირკიტაძე: იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი
რატომ დაიწუნა დავით ოდიკაძემ რუსთავის "მეტალურგი"