უმაღლესი ლიგა: "დილამ" "მეტალურგი" დაამარცხა

AutoSharing Option
2 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

მარტვილის "მერანმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 37-ე წუთზე მარტვილელები გოგიტიძის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 61-ე წუთზე ნიკა დიასამიძემ გაათანაბრა.

87-ე და 93-ე წუთებზე კი მასპინძელთაგან გიგა ამბროლაძემ და საბა ლომიამ გამოიჩინეს თავი.

"ზუგდიდმა" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო. ზუგდიდელებმა ირაკლი ქობალიასა (82) და შოთა ლომიას (91) გოლებით გაიმარჯვეს - 2:0.

სტუმრად მოიგო მატჩი გორის "დილამ", რომელიც რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდა. 63-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილმა გაიატანა. საბოლოო ანგარიში კი შეხვედრაში 73-ე
წუთზე კახაბერ ალადაშვილმა დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილა ჩემპიონ
vako
20:22 02-12-2012
0
რა უბედურება სჭირს ამ მეტალურგს, ყველა სასცოცხლოდ მნიშვნელოვანი თამაში წააგეს.
temo
19:04 02-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული