საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიშით 1:2 წააგო. ელგუჯა ლობჟანიძემ 34-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა 5 წუთში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. საბოლოო ანგარიში კი გიორგი კორიფაძემ 67-ე წუთზე დააფიქსირა.
ზესტაფონელთაგან განსხვავებით საშინაო მატჩი მოიგო ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. ანგარიში მატჩში ომარ გოგონაიამ 6-ე წუთზე გახსნა. 34-ე წუთზე კი ელგუჯა გრიგალაშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გამარჯვების გოლის ავტორი 64-ე წუთზე ნიკა საბანაძე გახდა - 2:1.
ტურის ცენტრალური
შესვენებამდე სამი წუთით ადრე "ჩიხურამ" მაინც მოახერხა სხვაობის აღმოფხვრა. გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით კირკიტაძემ ჩაიწერა.
55-ე წუთზე "დინამოს" მხსნელად ისევ ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო მოევლინა, რომელმაც მესამე გოლის გატანა შეძლო და კვლავ დააწინაურა საკუთარი გუნდი. 72-ე წუთზე "დინამოს" მხრიდან თავი ისევ ლეგიონერმა გამოიჩინა. ამჯერად გოლი ალვარომ გაიტანა. 91--ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე ჯაბა დვალმა გაზარდა. საბოლოოდ "დინამომ" ანგარიშით 5:2 მოიგო.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილამ" "მეტალურგი" დაამარცხა