მერანი-დინამო (ბთ) 3:1 - გამარჯვება კონკურენტთან

AutoSharing Option
სტუმრებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და, უნდა ითქვას, რომ ეს მათ მატჩის ბოლო წუთებამდე საკმაოდ წარმატებით გამოსდიოდათ.

განსაკუთრებით მათი ფორვარდის, შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ დეისაძის გარჯაა აღსანიშნავი, რომელმაც მასპინძელთა მცველებს არაერთხელ შეუქმნა პრობლემები.

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად: საწყის წუთებში "მერანი" ფლობდა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პირველი 20 წუთის განმავლობაში მათ მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნეს: გამოსაყოფია საბა ლომიას, გივი ქარქუზაშვილისა და ცოტნე ბუკიას ეპიზოდები.

ერთადერთი, რაც ბათუმელებმა შეძლეს, ირაკლი ცნობილაძის სახიფათო დარტყმა იყო, რომელიც ძელს მოხვდა. ამის მიუხედავად,
ვერ ვიტყვით, რომ პირველი ტაიმი დიდად საინტერესო გამოდგა. თუმცა გოლი მაინც ვიხილეთ: სახიფათო საჯარიმოს სტუმართა კართან არეულობა მოჰყვა და საბოლოოდ გელა გოგიტიძის ავტოგოლით დასრულდა.

მეორე ნახევარი უფრო დაძაბული და დრამატული გამოდგა. ვთქვათ, რომ ამაში წვლილი მწვრთნელებმაც შეიტანეს, რადგან გოლის ავტორები შეცვლაზე შევიდნენ.

და მაინც, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ მხრივ მალხაზ ჟვანიას უფრო გაუმართლა. მამუკა ტორონჯაძე, გიგა ამბროლაძე თავიდანვე კარგად ჩაერთვნენ თამაშში.

მარტვილელებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს, თუმცა კონტრშეტევა გამოეპარათ და დაისაჯნენ კიდეც: ჯონი შეროზია გამოსვლაზე შეცდა, ბურთი იქვე მდგომ ნიკოლოზ დეისაძეს მიუვიდა და - 1:1.

ამის შემდეგ უპირატესობას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხან - მეორე, თუმცა საგოლე შესაძლებლობა ისევ "მერანმა" შექმნა: მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლომიამ მეკარეს ვერ აჯობა და რეალური შანსიც დაიკარგა.

ბათუმელები მთელი ამ ხნის მანძილზე რიგიანად უმკლავდებოდნენ მასპინძელთა შეტევებს და აქა-იქ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნეს, თუმცა საგოლე შანსამდე საქმე ვერ მიიყვანეს.

ბოლოს მარტვილელები ბევრს ეცადნენ და მიზანსაც მიაღწიეს: მარცხენა ფრთიდან კიჭი მელიავას უზადო გადაცემას გიგა ამბროლაძე გამოეხმაურა და დააწინაურა თავისიანები.

"დინამო" თითქოს ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ქანცგაწყვეტილმა მეტი ვერ შეძლო.

მასპინძელთა უკანასკნელი შედეგიანი შეტევაც ვიხილეთ: მამუკა ტორონჯაძის გადაცემის შემდეგ საბა ლომია გავიდა დასარტყამ პოზიციაზე.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
02.12. მარტვილი. ცენტრალური. 800
მერანი-დინამო (ბთ) 3:1
გოლები: 1:0 გ. გოგიტიძე (37.ს.კ), 1:1 დიასამიძე (63), 2:1 ამბროლაძე (88. მელიავას პასით), 3:1 ს. ლომია (90+3. ტორონჯაძის პასით)

მერანი დინამო (ბთ)
4-2-3-1 4-4-2

შეროზია პიცანი
გეგეჭკორი ხუხუა
იობაშვილი ლობჟანიძე
ქარქუზაშვილი გოგიტიძე
მელიავა მაკარიანი
დიდავა ცანავა
ბუკია ვარშანიძე
ნოზაძე ა. მუჯირი
ფონიავა თევდორაძე
ლომია კლოვისი
კუჭუხიძე ცნობილაძე

მწვრთნელები:

მ. ჟვანია გ. გურული

მერანი
46. კუჭუხიძე - ტორონჯაძე
73. ფონიავა - ამბროლაძე
90. მელიავა - გელაჭეიშვილი
სათადარიგოები: ბერია, გაბისონია, მჭედლიშვილი, კიკალიშვილი

დინამო (ბთ)
46. კლოვისი - ბაციკიძე
46. ცნობილაძე - დიასამიძე
80. თევდორაძე - სიჭინავა
სათადარიგოები: ტამჩიშინი, აშბა, თოდაძე, ტაკიძე

გაფრთხილება: ნოზაძე (27), ცანავა (36), დიდავა (68), იობაშვილი (71), თევდორაძე (78), ამბროლაძე (89)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეისაძე კი არა დიასამიძე ადმინ
datoo
12:40 03-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული